27 – 28 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიხეილ იაძის სახელობის მძლეოსნობის სტადიონმა, ახალციხის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა მძლეოსნობაში.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა. ახალგაზრდებმა ჩემპიონის ტიტული, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ოქრო – ქეთევან თევზაძემ ( დიდებში) ადგილიდან ხტომა და მერაბ მახარაძემ 300 მ რბენაში ( 2004 – 2005 წ.)
ვერცხლი – გიორგი დეკანოიძე ( დიდები) შუბის ტყორცნა
ბრინჯაო – ლუკა ჯაფარიძე შუბის ტყორცნა ( დიდებში)
ლიზი ლომაძე ( 2009-2010 წ ) 300 მ რბენაში
გიორგი მელივა ( 2004 – 2005 წ) 2000 მ რბებაში
ასევე კარგი შედეგი აჩვენა 100 მ რბენაში, ლაშა ტუღუშმა, ( დიდებში) რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა და ამჯერად მედლის გარეშე დარჩა.
გუნდი ასპარეზობისთვის მარინა კოტრიკაძემ მოამზადა.