”ვცდილობ არ ვილაპარაკო ამაზე, მაგრამ ვიტყვი: დიახ მე ვარ 2008 წლის ომის ვეტერანი! სულ 21 წლის ვიყავი როცა ჩავიცვი ფორმა, ავიღე იარაღი ხელში და როგორც შემეძლო წავედი მონსტრის წინააღმდეგ საომრად!
დიახ! მე მყავდა და მყავს მთავარსარდალი, რომელიც დადგა ბოლომდე და არ დაუთმო ეს ქვეყანა რუსეთს! არ დატოვა სამშობლო და არ მოაწერა ხელი ევაკუაციას! არ ჩააბარა ქვეყანა პუტინს და შეუნარჩუნა ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა და თავისუფლება!
დიახ მე მყავს მთავარსარდალი, რომელსაც ამაყად ეცვა ქართული სამხედრო ფორმა! აძლიერებდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს!
დიახ მე მყავს მთავარსარდალი, რომელიც ჯართან ერთად ჭამდა საჭმელს სამხედრო ბაზებზე, ვარჯიშობდა ჯარისკაცებთან ერთად!
დიახ, მე მყავდა მთავარსარდალი, რომელიც ახალ წელს ხვდებოდა ჯარისკაცებთან ერთად სამხედრო ბაზებზე, მათ შორის ავღანეთშიც!
დიახ, მე მყავს მთავარსარდალი, რომელსაც ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და საქართველოს სახელი გაიტანა მთელ მაოფლიოში!
დიახ, მე მყავს მთავარსარდალი, რომელსაც დღეს ნაძირალა ხელისუფლება მიკლავს ციხეში! პუტინის მონებმა გამოკეტეს ის ციხეში და ნელი სიკვდილით კლავენ!
დიახ მეგობრებო, არ შეიძლება ეს დავუშვათ!
არ შეიძლება ისტორიული ტალახი შევიზილოთ კიდევ ერთხელ სახეზე! არა აქვს მნიშვნელობა მოგწონს, არ მოგწონს მიშა სააკაშვილი! უბრალოდ არ უნდა გახდე შენი ქვეყნის კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე!
გაუძელი ბატონო მთავარსარდალო! თქვენი სიტყვებია, ბრძოლა გრძელდება! დიახ, ვიცი გაუძლებ და აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!” – წერს სოციალურ ქსელში ომის ვეტერანი ნიკო მიქაია.