ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ჯელალ ქიქავა დააკავეს. მას ბრალდებას დღეს წარუდგენენ.
ქიქავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან. საუბარია 28 მარტს გამართულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელსაც ქიქავა ესწრებოდა.
“არანაირი ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ქუჩიდან მოიტაცეს, არ გვაქვს. თვითონ დაგვირეკა, რომ არის დაკავებული, მოგვთხოვა ადვოკატი, თუმცა მოვედით და არ ვიცით სად ჰყავთ წაყვანილი. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რუსული მეთოდებით ეცდება, როგორმე განსხვავებული აზრის ჩაახშოს, – ამბობს ენმ-ის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი.