ოზურგეთელი ლუკა ფიფია საქართველოს ჩემპიონია.
დღეს, ოზურგეთში ბეძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15-წლამდეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც გამარჯვება ოზურგეთელმა ლუკა ფიფიამ მოიპოვა და ის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ლუკა ასევე საქართველოს ჩემპიონატზე ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ აღიარეს და სპეციალური თასით დააჯილდოვეს.