ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თათია ნიკოლაიშვილი ტრიბუნასთან მივიდა და მერიიდან საჯარო მოხელეების დათხოვნა გააპროტესტა. მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას კი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა უწოდა.

საპასუხოდ, “ქართული ოცნების” წევრი, ქეთევან ხომერიკი ტრიბუნასთან 2008 წლის ომის ამსახველი ფოტოებით მივიდა და “ნაციონალური მოძრაობა”  ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით მდგომარეობა სხდომაზე უკიდურესად გამწვავდა. ”ნაციონალური მოძრაობის” ტეპუტატს, თათია ნიკოლაიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, გოჩა კილაძემ.

დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share