ხმაური გამოიწვია დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის გამოსვლამ, რომელმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან საჯარო მოხელეების დათხოვნა გააპროტესტა, რამაც “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ტათია ნიკოლაშვილი და წერს:
”ქვეყანა გაძარცვეს, რუსეთს აბარებენ სამშობლოს, კრემლის პოლიტიკას ატარებენ, საკუთარ თანაქალაქელებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, ოზურგეთელების ცხოვრება გაუსაძლისია და თუ ამაზე ხმას ამოიღებ ისტერიკაში ჩავარდებიან, სახეს დაკარგავენ და ლამის ძალადობაზე გადმოვიდნენ … სამწუხაროა რომ დღეს ჩემს კოლეგად წოდებულმა ქალბატონმაც და კაცებმაც სახე დაკარგეს…” – წერს ნიკოლაშვილი.