”სრულ მზადყოფნაში ვართ, ჩავერთოთ მ.სააკაშვილის რეჟიმის ტყვეობიდან დახსნის ბრძოლაში”

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს მესამე პრეზიდენტის რეჟიმის ტყვეობიდან დახსნისთვის ბრძოლაში:

”ენმ-ს თავზე 2012 წლიდან, წისკვილის ქვაც კი დაატრიალა რუსულმა რეჟიმმა და არ დაკლებია არაფერი, მის ათიათასობის მომხრეს და რა თქმა უნდა წევრებს. მაგრამ, მიუხედავად იმ მძიმე დღეებისა, ყველაზე რთული პერიოდი ახლა დაუდგა,როცა მისი დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი დღემდე, სიცოცხლის უფლების მოპოვებისთვის იბრძვის და რეჟიმის სისასტიკიდან გამომდინარე, არავინ იცის ეს ბრძოლა როგორ და რა შედეგით დასრულდება თუ კონკრეტულ მოქმედებებზე არ გადავედით.

მე,ლანჩხუთის ენმ-ს ორგანიზაციის სახელით, მინდა განვაცხადო,რომ სრულ მზადყოფნაში ვართ, ჩავერთოთ მ.სააკაშვილის რეჟიმის ტყვეობიდან დახსნის ბრძოლაში და ნებისმიერ დროს, მზადყოფნას გამოვთქვამთ,მივიღოთ მომაწილეობა ნებისმიერი ტიპის აქტივობაში,რომელიც დაიგეგმება მ.სააკაშვილის რეჟიმის ტყვეობიდან დახსნის ეგიდით – მეტიც,ველოდებით კონკრეტულ,აქტიუერ ქმედებებზე გადასვლის მომენტს” – წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share