“გადაარჩინე მიშა!” – ექსპრეზიდენტის ოჯახმა პეტიცია შექმნა

“გადაარჩინე მიშა!” – ამ სახელწოდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი პეტიციას აქვეყნებს.

“სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული გამოაქვეყნა დასკვნა სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას რათა მოხდეს მისი სიცოცხლის გადარჩენა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პენიტენციურ სამსახურში ასევე საქართველოში შეუძლებელია პაციენტის მკურნალობა ოჯახი ვითხოვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაყვანას საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში.

ჩვენი, როგორც ოჯახის უპირველესი მიზანია გადავარჩინოთ მიშა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს”, – აცხადებენ მიხეილ სააკშვილის ახლობლები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში გასული წლის შემოდგომაზე დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share