როგორ გამოიყურება ავტორიტარული რეჟიმი 21-ე საუკუნეში?? – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი კახა ასკურავა იულონ გაგოშიძის გათავისუფლებას და სალომე ჯაშის ფილმის ჩვენების აკრძალვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”ვიღაცეებს ალბათ კიდევ ჰგონიათ, 21-ე საუკუნეში ავტორიტარული რეჟიმები გამოიყურებიან ისე,როგორც ერთ ცნობილ ქართულ ფილმში “მონანიება”.თუ განსხვავებულად ფიქრობ და აზროვნებ, ერთ მშვენიერ ღამეს, აუცილებლად გრძელი ტყავის პლაშიანმა ბიძამ უნდა მოგიგაკუნოს კარზე და გაურკვეველი მისამართით წაგიყვანოს სამუდამოდ.
ამ ბოლო დღეებში, მ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მართლაც უმძიმესმა თემამ და რა თქმა უნდა უკრაინამ, გადაფარა, ცენზორი კულტურის მინისტრის, ორი გადაწყვეტილება,რომლებიც კლასკიკური მაგალითია, თუ როგორ მოქმედებენ ტოტალიტალურ ქვეყნებში,ძალაუფლების ცენტრში მყოფი ჩინოვნიკები.
პირველი, იულონ გაგოშიძის გათავისუფლება და აქ ბ-ნ იულონს არ განვიხილავ მხოლოდ როგორც ყოფილი ხელისუფლების,ყოფილ მინისტრად(რა თქმა უნდა ესეც)მაგრამ,მისი გაშვებუთ წულუკიანმა თითი დაუქნია ყველა იმ მეცნიერს, ვინც განსხვავებულად აზროვნებს და მიანიშნა,რომ რამე არ შეეშალოთ სისტემის წინაშე და მეორე,სალომე ჯაშის ფილმის ჩვენების აკრძალვა, კინო აკადემიაში.
აი ეს ბოლო შემთხვევა ნამდვილად უპრეცედენტოა და არ გაუბედავს არცერთ ხელისუფლებას ბოლო 30 წელია,რომლებსაც ბლომად ჰქონდათ მის-მისი წილი ცოდვები! თეა წულუკიანი ამასობაში სრულად ჩამოყალიბდა, ტოტალიტარული მართველობის კლასიკურ ცენზორ მინისტრად,რომელსაც ტყავის პლაში არ აცვია და მაუზერი არ უკავია ხელში,თორემ სხვა აღარაფერი აშორებს იმ წარსულს რომელზეც ზემოთ მოგასენებდით.
არ დაგავიწყდეთ,თუ მწერალთა კავშირში ვინმე თავს არ იკლავს ან/და საკუთარ ნაშრომებს მზის სხივებს ანახვებს,აგერ დღისით მზისით,ვიღაც წულუკიანი, ბედავს და კინოს ჩვენებაზე ადებს აკრძალვას მხოლოდ იმიტომ,რომ მისი ბატონის და მთავარი ტოტალიტარის ავდმყოფური ჰობია ასახული,თუ როგორ დაათრევს ხეებს, ხან ცით და ხან ზღვით.” – წერს ასკურავა.