იზიუმში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ვიტალი ორბელაძეა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა ცნობილია.

გარდაცვლილია ბატალიონ “კარპატსკა სიჩის” მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად “გრუზინი”.

ის რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.

ბატალიონის ცნობით, ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share