რუსეთში ისევ მასშტაბური ხანძარია, ამჯერად ქვეყნის აღმოსავლეთში, კუნძულ სახალინზე თბოელექტროსადგური იწვის – ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის გუბერნატორის, ვალერი ლიმარენკოს შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კუნძულის სამხრეთით მდებარე თბოელექტროსადგურზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. მიზეზი ტურბოგენერატორის გათიშვა გახდა. ცეცხლი სახურავზეც გავრცელდა.
რუსეთის სახალინის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ 30-მა თანამშრომელმა ცეცხლმოკიდებული შენობა დატოვა. ახლა იქ ტექნოლოგიური პროცესი შეჩერებულია.
ცნობისთვის, ბოლო დროს რუსეთში სტრატეგიულ ობიექტებზე ხანძრები გახშირდა. 21 ივნისს ტვერში დაიწვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-2 ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის მთავარი შენობა.