პენტაგონის პრესსპიკერი, ჯონ კირბი:
„ვერ ვილაპარაკებ პუტინის ფსიქოლოგიაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისაუბროთ მის უზნეობაზე. ძნელია დაეთანხმო, რომ ეს ეხება ნაციზმს უკრაინაში, და ეს ეხება რუსების დაცვას უკრაინაში და რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვას, როდესაც არცერთ მათგანს არ ემუქრებოდა უკრაინა. ეს არის ყველაზე ცივი და მანკიერი სახის სისასტიკე,“- აღნიშნა კირბიმ.