“ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბირთვულ ომში “გამარჯვებული” ვერავინ იქნება. CNN-ის ცნობით, ეს განცხადება სერგეი ლავროვმა Al Arabiya-სთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, “რუსეთმა მოახერხა ყველა ქვეყნისგან პირობის მიღება, რომ ისინი ბირთვულ ომს არასოდეს დაიწყებენ, ის ამაში ჩემპიონია”.

ლავროვმა ასევე დააკნინა დასავლეთის მთავრობების სანქციების ზეწოლა რუსეთზე და თქვა:

”მათ არ იციან ისტორია. რუსეთს ყოველთვის ჰქონდა სანქციები დაკისრებული. ამ უკანასკნელმა აღშფოთებამ და სანქციების ტალღამ აჩვენა დასავლეთის რეალური სახე… ამის დაჯერება, რომ [სანქციების გამო] რუსეთი დანებდება და შეწყალებას შეევედრება… მათ არაფერი იციან რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ან როგორ მოიქცნენ რუსეთთან“, – თქვა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share