“მთავარის” პროდიუსერის თავდაცვის ძალების დღის ორიგინალური მილოცვა

“10 წელია ჯარისკაცებს უმეორებენ, რომ არაფრისთვის იბრძოლეს, მათი ომი უბრალოდ პროვოკაციაზე წამოგება იყო, მთავარსარდალი დამნაშავე და სისხლი ტყუილად დაღვარეს.
10 წელია ჯარისკაცებს უმეორებენ, რომ ისინი, ვის გვერდითაც იბრძოდნენ, კრიმინალები არიან და სამშობლოს დაცვით შეცდომაში შეიყვანეს.
10 წელია ჯარისკაცებს უმეორებენ, რომ არაფერი შეუძლიათ, მტერს მაინც ვერ მოერევიან, აზრი არ აქვს არაფერს და ჩუმად უნდა. ვიყოთ.
10 წელია ჯარისკაცებს აჩვენებენ, რომ მათი უმრავლესობა, ვისაც ფორმის ჩაცმა ეამაყებოდა, ქვეყნიდან გარბის ან უკვე გააქციეს.
10 წელია, ჯარისკაცები ხედავენ, რომ მათი მონაცემები მტერს უმარტივესად უვარდება ხელში და ისე გამოიყენებს, როგორც უნდა. ისინი კი, ვინც განსაკუთრებით არ მოსწონდა, ან ციხეშია, ან მკვდარი.
10 წლის წინ, მტრის გამოცხადებულ აგენტებს ბაზებიც დაათვალიერებინეს და დააცინინეს, როგორ შენდებოდა თბილისის თავდაცვის სისტემა ქალაქის შემოგარენში. …
10 წელია ეს გრძელდება!
თავდაცვის ძალების დღეს გილოცავთ ყველას, ვინც ამ 10 წელს გმირულად გაუძლო, არ დაკრგა იმედი, შემართება, მოტივაცია და ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია!”
ასე მიულოცა საქართველოს თავდაცვის ძალებს დაბადების დღე ტვ “მთავარის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თეო გილიგაშვილმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share