სად არის ბიძინა ივანიშვილი – მოხვდება თუ არა ის სანქცირებული ოლიგარქების სიაში

მოხვდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სანქცირებული ოლიგარქების სიაში?! ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სკანდალური სატელეფონო საუბრების გასაჯაროების შემდეგ, ამ ინიციატივით საერთაშორისო თანამედობრობას უკრაინის ხელისუფლების წევრებმა უკვე მიმართეს.

განმარტებებს ელოდება ოპოზიციაც და საზოგადოებაც, თუმცა რუსი ოლიგარქების ქართველი მეგობარი ისევ იმალება. ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ, უკვე რამდენიმე თვეა არ გამოჩენილა. სანქცირებულ ვლადიმერ ევტუშენკოვთან ბიზნესგარიგების დეტალებზე არ საუბრობს პრემიერი ღარიბაშვილი – სად არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი და რატომ არ თვლის საჭიროდ თუნდაც წერილობითი განმარტების გაკეთებას, სკნადალური ჩანაწერების შესახებ.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share