”საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან ვიდრე უკრაინასთან” – პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ მსოფლიოს მომავალი ახლა ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, თუმცა საქართველო დღეს გაცილებით ახლოსაა რუსეთთან ვიდრე უკრაინასთან. ამის შესახებ პავილონისმა, ”ფორმულას”  გადაცემაში ”პოლიტიკა Bloomberg-თან ერთად”. 

”გულახდილები რომ ვიყოთ, აზერბაიჯანი უფრო ეხმარება უკრაინას ვიდრე საქართველო. ფორმალურად აზერბაიჯანი შორსაა ევროპიდან თუ შევადარებთ საქართველოს, მაგრამ დღეს ის უფრო ახლოსაა, ვიდრე საქართველო. დღესდღეობით ევროპის მომავალი და მსოფლიოს მომავალი ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან ვიდრე უკრაინასთან.” – განაცხადა პავილიონისმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share