“უახლოეს მომავალში ველოდებით გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის შეზღუდვის შესახებ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკი მოითხოვს, რომ ნებისმიერი კომპანია ან სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, ასევე სანქცირებული იყოს.
“ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების სამართლიანი ნაწილით უნდა მოხდეს რუსეთის ნებისმიერი მცდელობის დაბლოკვა, შეზღუდვების გვერდის ავლით გაყიდოს ე.წ. ნავთობის ნარევები. თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, მათ ასევე უნდა დაუწესდეთ სანქციები. უნდა დასრულდეს რუსული სამხედრო ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სახით დაფინანსება”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.