რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარია. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამში“ იუწყება.
„სამი მუნიციპალიტეტის – ბორისოვსკისა და ბელგოროდის რაიონებისა და იაკოვლენსკის ოლქის საზღვარზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარია. ინფორმაცია დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ზუსტდება“, – წერს გუბერნატორი.
მისივე ინფორმაციით, ყველა ოპერატიული სამსახური ადგილზეა. ხდება უსაფრთხოების აუცილებელი ზომების მიღება.
მეტი ინფორმაციის გავრცელებას ის მოგვიანებით გეგმავს.