კუნძულ ზმეინიზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტი გააქტიურა

შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ძალების აქტიურობა შეინიშნება. რუსული გემებიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა უმაღლეს დონეზეა. ამის შესახებ „უნიანი“ ოპერატიული სარდლობა – „სამხრეთის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„ამავდროულად, ზღვაში დაფიქსირდა მტრის ფლოტის ძალების ატიურობა, შეიარაღებული ძალების მიერ, სადესანტო ჩქაროსნული კატერებით – „რაპტორებით“ ზმეინიზე მორიგი დარტყმის განხორციელების შემდეგ, მოწინააღმდეგე ევაკუაციას და თავისი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის განახლებას ცდილობდა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

„სამხრეთის“ სარდლობაში ასევე განაცხადეს, რომ დანარჩენი ხომალდები და წყალქვეშა ნავები განაგრძობენ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმის საფრთხის შენარჩუნებას უმაღლეს დონეზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share