იზიუმთან რუსეთის გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი დაიჭრა, 20 ოფიცერი კი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინის ტერიტორიაზე, იზიუმის მახლობლად დაიჭრა.ამის შესახებ „უნიანი“ სამხედრო ჟურნალისტზე, ალექსანდრ შულმანზე დაყრდნობით იუწყება.

„66 წლის გერასიმოვი მარჯვენა ფეხშია დაჭრილი ძვლის მოტეხილობის გარეშე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები სამეთაურო პუნქტში ისხდნენ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, 20 ოფიცერი დაიღუპა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტელეგრამ არხი „ვერტიკალი“ იუწყება, რომ გენშტაბის მეთაური გერასიმოვი იზიუმის დატოვებას ცდილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share