უკრაინის ოპერატიული სარდლობა ,,სამხრეთის” პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკოლაევში, რუსული დაბომბვების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო საწყობი აფეთქდა, რომელშიც 600 კილოგრამი სასუქი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
,,მიკოლაევის რაიონზე საარტილერო და ნაღმტყორცნებით შეტევის შედეგად, მტერმა სასუქით სავსე სასოფლო-სამეურნეო საწყობს ცეცხლი გაუხსნა. გაჩნდა ხანძარი და 600 კგ-მდე სასუქი აფეთქდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. მათი განცხადებით, გარემოსა და ადამიანებისთვის ქიმიური საფრთხე არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.