ექსპერტი, გია ხუხაშვილი უკრაინული მხარის ბრალდებას, თითქოს მოსკოვი საქართველოსთან რუსული პროდუქციის რეექსპორტის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“სანქციების გვერდის ავლისთვის სულაც არ არის აუცილებელი იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდებოდეს. აქ მთავარია ფინანსური სქემის დალაგება და თუ ამის საშუალება არსებობს, მაშინ პროდუქტი არ არის აუცილებელი ჩვენს საბაჟო სივრცეში მოხვდეს.
ამიტომ, ინსტიტუტებს, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებენ, ვურჩევდი, ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ საბაჟოზე საეჭვო ცვლილებებს, არამედ ფინანსური ნაკადების უცნაურ დინამიკასაც…
სქემები უამრავია და იმის იმედად, რომ ვიღაცა “არ იკადრებს”, ვერ ვიქნებით…”, – წერს ხუხაშვილი.