”იმედია, ჩვენი უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას ცოტა სხვაგან დაიწყებენ”

”იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას ცოტა სხვაგან დაიწყებენ, იქვე თავის ტერიტორიაზე და მომიჯნავე ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და დასამტკიცებელი არაფერი არ გვჭირს. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი და რაც უფრო გახშირდება ამგვარი გაუგონარი ბრალდებები, მით უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა.რა აზრი აქვს რამის მტკიცებას. თქვენ რომ ახლა მე დამაბრალოთ, რომ ისეთი რამ ჩავიდინე, რაც ბუნებაში არ არსებობს, მე უნდა ვამტკიცო ჩემი სიმართლე თუ თქვენ უნდა დამიმტკიცოთ ჩემი მტყუანობა? რა თქმა უნდა თქვენ უნდა დამიმტკიცოთ. რა უნდა ქნას საქართველომ? თუ ეს საკმარისი არ არის, თქვან რა უნდათ, მაინცდამაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში? სავარაუდოდ ეს უნდათ. არ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ რომ ადამიანი იხდის სასჯელს.”

აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share