როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, აზოვსტალის თავშესაფარიდან პირველი 100 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია დაიწყო, რომლებიც უსაფრთხოდ, წითელი ჯვრის დახმარებით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გამოიყვანონ.
მარიუპოლის სხვა მაცოხვრებლებს კი ნამდვილი ჯოჯოხეთის გავლა მოუწიათ. ერთადერთი მიმართულება – საითაც რუსი ჯარისკაცები მოსახლეობამ გადაადგილების უფლებას აძლევდნენ, ეს სეპარატისტული რეგიონი იყო. სადაც ამ ადამიანებს 21-ე საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკების გავლა უწვდათ, რომელსაც კადიროვისა და პუტინის ურდო ფილტრაციის ბანაკს უწოდებს. ვინც არ მოეწონებათ, ან ეჭვი შეეპაებათ მის სამხედრო წარსულში ან მკვეთრად გამოხატულ უკრაინულ პატრიოტიზმს დაიხნავენ, ადგილზე ხვრეტენ, სხვებს აწამებენ, ქალებს აუპატიურებენ, და რაც ყველაზე ცინიკურია, ამ ყველაფერზე იცინიან და ხუმრობენ.
ეს 21-ე საუკუნის ფაშიზმია, უფრო სწორად რაშიზმი – რომელიც დღეს ისეთივე ცინიზმით კლავს ადამიანებს და შემდეგ მშობილურ კრემატორიუმში წვავს, როგორც ამას ჰიტლერი და ეს-ეს-ი აკეთებდნენ. ეს არის ამბავი ადამიანებისა, რომლებმაც ჯოჯოხეთი გამოიარეს და სიკვდილს თვალებში ჩახედეს.
მთავარი არხი