სოსო პავლიაშვილი და გრეგორი ლეპსი კრემლის დარბაზში, უკრაინასთან ომის მონაწილე რუს სამხედროებს უმღერებენ

ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტი სა­ზე­ი­მოდ აა­ნონ­სებს, რომ 2022 წლის 4 მა­ისს კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პატ­რი­ო­ტუ­ლი აქ­ცი­ის გალა კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­ცერ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა – “გმად­ლობთ ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, შთა­მო­მავ­ლე­ბო!..” ღო­ნის­ძი­ე­ბა 2015 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა და “დი­ა­დი გა­მარ­ჯვე­ბის დღეს” ეძღვნე­ბა. წყა­რო

კონ­ცერ­ტის ანონსში ვკი­თხუ­ლობთ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის (9 მა­ი­სი) წინა დღე­ებ­ში კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა რუ­სეთ­ში კარგ ტრა­დი­ცი­ად იქცა. ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან წი­თელ მო­ე­დან­ზე გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ლუ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, დიდი სა­მა­მუ­ლო ომი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნე­ბი, უკ­რა­ი­ნა­ში ე.წ. სამ­ხედ­რო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის (რუ­სუ­ლი მე­დია უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს დღემ­დე სპე­ცო­პე­რა­ცი­ად მო­იხ­სე­ნი­ებს) მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი.

“კონ­ცერ­ტის წამ­ყვა­ნე­ბი რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი ეკა­ტე­რი­ნა გუ­სე­ვა და დი­მიტ­რი დი­უ­ჟე­ვი იქ­ნე­ბი­ან. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან…“ – ვკი­თხუ­ლობთ კონ­ცერ­ტის ანონსში.

კონ­ცერ­ტზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ რუს ჯა­რის­კა­ცებს და­ა­ჯილ­დო­ვე­ბენ, რუს ვარ­კვლა­ვებ­თან ერ­თად, სამ­წუ­ხა­როდ, ორი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რა­ლიც იქ­ნე­ბა. სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და გრე­გო­რი ლეპ­სი, ირი­ნა კუპ­ჩენ­კოს­თან, ალექ­სან­დრე მი­ხა­ი­ლოვ­თან და მი­ხა­ილ ნოჟ­კინ­თან ერ­თად, რუს ვე­ტე­რა­ნებ­სა და ჯა­რის­კა­ცებს უმ­ღე­რებენ.
კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე კი კრემ­ლის სა­სახ­ლის ფო­ი­ე­ში ლეპ­სი და პავ­ლი­აშ­ვი­ლი რუ­სებ­თან ერ­თად გა­მო­ფე­ნას და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 1800 ცნო­ბი­ლი რუ­სის ბი­უს­ტის­თვის მო­უ­წევთ თვა­ლის შევ­ლე­ბა…
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share