დღეიდან, 2 მაისიდან პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება.
“დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე რომ, დღეიდან, 2 მაისიდან სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის კუთხით სიტუაცია სტაბილური და მშვიდია.