ტოტალურად არაპატრიოტული ძალაა, ნაცმოძრაობას ქვეყანა კიდია ფეხზე – კობახიძე

“ეს არის ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალა, ნაცმოძრაობა, ომში ჩართვაც მაგიტომ უნდათ ზუსტად, მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის, იქიდან მოყოლებული, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, 2008 წელს როდესაც ჩააბარე ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას, ესეც ზუსტად იგივეს გამო გააკეთეს, მათ არ ჰქონდათ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. დღეს რასაც აკეთებენ, ესეც არის ზუსტად იმის გამოხატულება, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა, ნაცმოძრაობას ქვეყანა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, კიდია ფეხზე”.

თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share