“ჟიგიმანტასი რომ ცნობილი გიჟიმანტასია თავის გამოსვლებით და მსჯელობით, ეს უკვე ვიცით”

“ჟიგიმანტასი რომ ცნობილი გიჟიმანტასია თავის გამოსვლებით და მსჯელობით, ეს უკვე ვიცით, თავის ქვეყანაშიც იციან, ამიტომ ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის” ლაქია” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

„მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ასეთი არაადეკვატური გამოხტომების და განცხადებების გამო ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულებრივი ლაქია. რატომ გახდა ეს უნდა ვეძებოთ ძველ წარსულში, რა ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილის მთავრობას მასთან და რით ჰყავთ გამოჭერილი ეს კაცი, რომ ასეთ თემებზე ალაპარაკებენ. ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, გიჟიმანტასები უამრავი გამოჩნდებიან. ერთია მთავარი, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობას, პატიმარ სააკაშვილს კონკრეტული ბრალი აქვს წარდგენილი და დამტკიცებული და შესაბამისად, სასჯელს ბოლომდე მოიხდის,”- განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი ჟიგიმანტას პავილიონისი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას იწვევს. ჟიგიმანტას პავილიონის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” თავისუფლებისთვის ბრძოლას მოიგებს. პავილიონისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისსა და მთელს კავკასიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share