მხდალები არიან და ამიტომ ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში- განაცხადა ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
“ვამბობდი, რომ, თუ ნიკა მელია მოიგებდა არჩევნებს და გახდებოდა გლდანის მაჟორიტარი, მე მივდიოდი პოლიტიკიდან. პატარა ცდუნება მაინც ხომ უნდა გქონდეს, ვაჟკაცობა და აზარტი, რომ მიეღო მეორე ტურში მონაწილეობა, თუნდაც რაღაცა ინტერესის გამო.
გარკვეული შანსები ჰქონდა. მე დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში, მაგრამ უიმედო არ იყო. ესეც ვერ გაბედა და გარისკა. ესაა მათი ბუნება, მხდალები არიან, ეს პოლიტიკაში ძალიან დიდი სისუსტეა. ესაა მთავარი მიზეზი, რატომ ვერასდროს მოახერხებს ეს პოლიტიკური ძალა წარმატების მიღწევას და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია.”- თქვა კობახიძემ.