ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პირველ კომენტარს აკეთებს მის მიერ 2013 ხელმოწერილ იმ ბრძანებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის საპატიმროს დატოვების საშუალებას იძლევა.
…ყველა ადვოკატმა ამ დოკუმენტის არსებობა… გადავადებაზე იქ წერია, რომ უნდა დაისვას დაზუსტებული დიაგნოზი, შეიქმნას ამის შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ეს კომისია იმსჯელებს. დაეყრდნობა რა ამ დაავადებების და მდგომარეობების ჩამონათვალს.
ამ პროტოკოლში არის, როგორც გითხარით, გაწერილი ის მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება გახდეს სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძველი. მე არ მახსოვს, რომ იქ ეწეროს რამე საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე, – ამბობს სერგეენკო.