“ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი, აღარავინ დარჩა გულშემატკივარი ოჯახისწევრების მეტი” – ამის შესახებ “ოცნების” წევრი სოზარ სუბარი საუბრობს.
ჩამონათვალში არსებული დაავადებების რაღაცა ნაწილი აქვს არამარტო ყველა პატიმარს, ყველა ადამიანსაც კი. აქ ლაპარაკია რა სიმძიმის დაავადება არის და ეს არის ექიმების გადასაწყვეტი. რაც შეეხება ოჯახის ულტიმატუმს, ზოგადად ის, რომ სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ ციხე თურმე დისკომფორტია და არ ყოფილა კომფორტის ზონა და მისი ოჯახიც ამას მიხვდა, ერთი მხრივ კარგია, რომ ეს ადამიანი ხვდება, რომ ე.ი. ციხეშია დღეს და ვეღარ მართავს ქვეყანას და მისი განცხადებები იქიდან და რაღაც მოწოდებები არის აბსოლუტურად მიუღებელი… ამას თუ გაიაზრებს, ეს თავისთავად, იქნება ძალიან კარგი. ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი, აღარავინ დარჩა გულშემატკივარი ოჯახისწევრების მეტი, – ამბობს სუბარი.