ოზურგეთში საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას დამდეგი ხუთშაბათიდან ან მომავალი ორშაბათიდან განაახლებენ
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა ოზურგეთში, მაკა ჭყონიამ განუცხადა.
მისივე განცხადებით ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის შეძლებს კომპანია “სოკარი” საბავშვო ბაღებში ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას, რომელიც ამ წუთებში შეწყვეტილია:
“თუ “სოკარი” ამ სამუშაოებს ხუთშაბათამდე დაასრულებს, მაშინ ბაღებში სწავლა დამდეგი ხუთშაბათიდან განახლდება, თუ არა მაშინ მომავალი ორშაბათიდან” – თქვა ჭყონიამ.
ცნობისათვის საბავშვო ბაღებში გურიის მასშტაბით სწავლის განახლება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი რეგულაციების მიზეზით გადაიდო.
თუმცა ირკვევა რომ პარალელურად ეს პროცესი “სოკარის” მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების გამო გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზით ჭიანურდება.