”ალექსი არესტოვიჩს შეუძლია, საქართველოს ხელისუფლებასა და ომის მსხვერპლზე ერთნაირი თვითკმაყოფილი ღიმილით ილაპარაკოს”

„ამ ეპოქამ უკვე იპოვა თავისი „გმირი“ – ალექსი არესტოვიჩი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებასა და ომის მსხვერპლზე ერთნაირი თვითკმაყოფილი ღიმილით ილაპარაკოს“ – ასეთ შეფასებას უკეთებს პოეტი დავით მაღრაძე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას “კვირის პალიტრასთან” საუბარში:

‘ველოდი, რომ უკრაინის ომი გაჭიანურდებოდა, მასშტაბიც გაიზრდებოდა, რადგან აგრესორ რუსეთსა და ამერიკას დიდი ფსონები აქვთ დადებული. თუ რუსეთი წააგებს, თავის იმპერიულ განზრახვასა და მარცხს სხეულის დაშლად აღიქვამს, ხოლო, თუ უკრაინა დამარცხდება, ამერიკა სამყაროს დემოკრატიული ლიდერის მოსასხამს კარგავს. ასე რომ, ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და შესაბამისად, მალე ვერ დასრულდება. დიდი სიფრთხილე და გონივრულობა გვმართებს, რომ უეცრად სხვა რეალობაში არ აღმოვჩნდეთ. საქმე ის არის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ამ ომში თავის სარგებელს ეძებს. ამდენი ადამიანის დაღუპვის ტრაგედია, თითქოს თან გააზრებულია და თან არა. გააზრებული რომ იყოს, ვიღაცები პოლიტიკურ კარიერაზე აღარ იფუსფუსებდნენ და ამდენ მარიფათს არ გამოიჩენდნენ. საბედნიეროდ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ძალიან მკაფიოდ უპასუხა ხელისუფლებამ, რომ ამას არ დაუშვებს, რაც სწორია, რადგან ჩვენ რუსეთის საარტილერიო დაბომბვების ასატანად და გადასატანად არც ადამიანური რესურსი გვაქვს და არც სამხედრო. შესაძლოა ეს საქართველოს დაღუპვასაც კი უქადდეს. მეორე ფრონტის მომხრე ოპოზიცია, მცირე ნაწილს თუ არ ჩავთვლით, არც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. ქვეყნის მოსახლეობას ახლა თუ რამე გააერთიანებს, ეს არის შეძახილი “არა ომს!”

ამ ეპოქამ უკვე იპოვა თავისი “გმირი” – ალექსი არესტოვიჩი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებასა და ომის მსხვერპლზე ერთნაირი თვითკმაყოფილი ღიმილით ილაპარაკოს. არ გამიკვირდება, რომ მალე თავი ქრისტედ ან ანტიქრისტედ გამოაცხადოს, იმიტომ, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი ორი სამყარო მისი ამბიციებისთვის თანაბრად მისაღებია. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების არაერთი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ არესტოვიჩის პერსონაზე შევჩერდი როგორც პროექტის ეპოქის გმირზე… ჩვენ კი ასეთი ქარიშხლის მიუხედავად, უკრაინელ ხალხს სრული თანადგომა და თანაგრძნობა უნდა გამოვუცხადოთ, ისე, როგორც ვაკეთებთ კიდეც. ორ თვეზე მეტია, ქართველი საზოგადოება, რომელსაც­ თუნდაც ბოლო ოცდაათი­ წლის განმავლობაში არაერთი ომი უწვნევია, სუნთქავს და ცხოვრობს უკრაინის ომზე განცდებით, მისი ტკივილით, თანაგრძნობით. უდანაშაულო ადამიანებზე მიშვებულ ყველა ტყვიას საკუთარ სულსა და სხეულზე ვგრძნობთ. თავად უამრავი­ პრობლემის მქონე ხალხი ვცდილობთ მათ ლუკმაპური გავუყოთ; მათი ტკივილი, ცრემლი და პატარ-პატარა სიხარული გავიყოთ. ამ ადამიანური ტრაგედიების ასე გათავისება ყველას არ შეუძლია, ეს ერის ნიჭია და ამას აფასებს კიდეც უმა­გალითოდ შეუპოვარი უკრაინელი­ ხალხი… როდესაც­ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს მთავრობაზე ცინიკურ­ად საუბრობენ, რუსეთში დარეგისტრირებული უკრაინაში მოქმედი კომპანიების ფართო სიასაც გადახედონ. ამ ომით რუსეთი სამყაროს ახალ რეალობას სთავაზობს, მაგრამ ამერიკა არ იღებს და ცდილობს ეს ასპარეზი წაართვას. აქ გადის ზღვარი­ დასაშვებსა და დაუშვებელს შორის. იმედია, რუსეთს გავლენიანი თამაშის შესაძლებლობა არ მიეცემა.” – აცხადებს მაღრაძე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share