მარნეულის ავერსის კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლების თქმით, გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.
„ძალიან კარგი და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, ახლახან გადაიტანა კოვიდი და სამსახურშიც ახლახან გამოვიდა. სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა, გარდაცვლილი ვიპოვეთ წუხელ საპირფარეშოში, მიზეზი სავარაუდოდ ტრომბია“,- გვითხრეს კლინიკაში.
ახალგაზრდა ექიმი ონის რაიონიდან იყო და რუსთავში დასთან ერთად ცხოვრობდა, იგი უკვე კლინიკიდან გადაასვენეს.