ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთნ აქცია ჩაინიშნა. აქციის ორგანიზატორები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ისინი კონკრეტული გზავნილით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ:
ეს არ ეხება მარტო საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მის სიცოცხლეს, დავიცვათ, რომ ვიყოთ დაცულები; მოვუწოდოთ სალომე ზურაბიშვილს გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გააკეთოს რაც შეუძლია, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.
გელოდებით 4 მაისს, 17 სთ-ზე, მეხუთე პრეზიდენტის რეზიდენციასთან. თბილისი, ათონელის ქ. N25
პატივისცემით: ეკა წამალაშვილი. გია ჭანტურია და მეგობრები”, – წერია განცხადებაში.