პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრის, კოტე კემულარიას, განცხადებით, ახალი არჩევნების ჩატარების გარდა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, არაფერი გამოაწორებს.
„ელჩ დეგნანის საპასუხოდ, „ოცნების“ საგარეო კომიტეტის თამჯდომარემ, სამხარაძემ, საჯაროდ აღიარა: „არჩევნების დროს ძალადობა, მოსყიდვა, კარუსელები კი იყო, მაგრამ ოპოზიციიდანაც მონაწილეობდნენ ამ ბინძურ საქმეშიო.“
ეს ხომ მხოლოდ ამძიმებს თქვენს მიერ ჩადენილს. და ახლა იმის დასახელებაც მოგიწევთ, ვის გაურიგდით!
მითუმეტეს ამხანაგი კობახიძე ითხოვდა დაჟინებით პირდაპირ მტკიცებას. დაკითხეთ სუს-ში სამხარაძე და გექნებათ უტყუარი მტკიცება.
მაგრამ, ახალი არჩევნების გარდა არაფერი გამოასწორებს იმ უბინძურეს გარიგებას თუ დარღვევებს, რაც “ოცნებამ” 2020-ის არჩევნებზე ჩაიდინა.
ეს უკვე ნათელია ამომრჩევლისთვის, ელჩებისთვის და სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის.“ -აცხადებს კოტე კემულარია.
ინფორმაციას „ტრიბუნას” პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 90
ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: "ერთი წუთით, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ბორია ივანაშვილის ხელით მართული ხელისუფლება და მისი ბურატინო ახალ არჩევნებზე დათანხმდებოდა. ეს ხომ ძალაუფლების ხელიდან გაშვებას ნიშნავს! ესე იგი სულით და ხორცით მახინჯ, უვიც არსებას, რომლის ყოველი ნერვი და ტვინის უჯრედი…
- 90
2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
- 90
"ეს წერეთელი, ეს თაღლითი კაცი, ნონა იმნაძეს მოვხსნიო იმუქრება და იქ თეატრში, სხვების თანდასწრებით მაგინებდა თურმე... ეს უზრდელი, რომ კითხო გენიოსია და ყველაფერი იცის. ფულის კეთება იცის როგორც ჩანს მარტო"-გვიყვება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე, ნონა იმნაძე კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელ, დავით წერეთელზე, რომელსაც აღნიშნულ დაწესებულებაში დანიშვნის დღიდან არა ერთი უკმაყოფილო და…
- 89
ბოლო დღეები მანძილზე მთელი საქართველო ყურადღებით და შინაგანი სირცხვილის გრძნობით, უყურებდა როგორ ცდილობდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოხცლოდ გადაკიდებული ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას. არა აქვს მნიშვნელობა კრისტიან დანიელსონის გააფთრებული სირბილი ოპოზიციური პარტიების და „ქართული ოცნების" ოფისებს შორის რითი დასრულდება - ყველა შემთვევაში ეს ნათელი პასუხია კითხვაზე, რომელიც ბოლო წლებში სულ…