”დღეს ლანჩხუთში გარემოვაჭრეებს პოლიციის ჩარევით დაატოვებინეს ადგილები.პირადად შევესწარი ამ პროცესს და ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი” – პოსტს ამის შესახებ კახა ასკურავა სოციალურ ქსელში ავრცელებს:
”დღეს ლანჩხუთში გარემოვაჭრეებს პოლიციის ჩარევით დაატოვებინეს ადგილები.პირადად შევესწარი ამ პროცესს და ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.
დარწმუნებყლი ვარ არც პოლიციას სიამოვნებს გაჭირვებული ხალხის ძალით აყრა, რადგან ზუსტად იციან,რომ ისინი იქ ლუკმა პურის საშოვარად არიან მთელი დღე დამდგარი.
ის,რომ ქალაქის ცენტრში,ტროტუარზე არ უნდა იყიდებოდეს პროდუქცია ამაზე არავინ დაობს,მითუმეტეს თუ ეს პროდუქცია მალფუჭებად კატეგორიას განეკუთვნება.მაგრამ,რას სთავაზობს ალტერნატივად მუნიციპალიტეტის მერია იმ ადამინებს ვინც უკიდურესმა გაჭირვებამ გამოიყვანა ტროტუარზე სავაჭროთ?ქალაქში პატარ-პატარა სავაჭრო ფარდულებია, რომლებიც ბოლომდე აქვთ ათვისებული მათ მეპატრონეებს ,არის ერთი შედარებით დიდი სავაჭრო ცენტრი “იმერეთი”,რომელიც ასევე ბოლომდეა შევსებული სხვადასხვა ტიპის მოვაჭრეებით.
ისმის კითხვა – სად წავიდეს ის ხალხი?მშიერი დარჩნენ თუ რამე სხვა შემოსავლის წყაროს სთავაზობს უკიდურესად გაძვირებული ცხოვრების პირობებეში ხელისუფლება?!
ჩვენმა ფრაქციამ თითქმის ყველა მოწვევის საკრებულოს პერიოდში დააყენა საკითხი ძველი საკოლმეურნეო ბაზრის აღდგენასთან დაკავშირებით,რომელიც სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში გაიყიდა პროფილით და მეპატრონე ვალდებული იყო ის ტერიტორია, რომელიც უნიკალურია ბაზრის მოსაწყობად, გაერემონტებიათ,მოეწყოთ თანამედროვე სტანდარტებით და შეეთავაზებიათ მომხმარებელთათვის.ნაცვლად ამისა რა მოხდა? მეპატრონემ ბაზრის შესასვლელი რკინის კარები მოხსნა,სავარაუდოდ ჯართში ჩააბარა და მიატოვა უპატრონოთ.
უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს კიდევ ერთხელ მოვიკითხავთ და იქვე შევეკითხებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რა გააკეთა ან/და რატომ ვერ გააკეთა ამ მიმართულებით ვერაფერი?!” – წერს ასკურავა.