“მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგანგაშოა”- “ემპათიას” ექსპერტები დღეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივლენ

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგანგაშოა – უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის ფონზე დღეს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მივა.

კვალიფიციური მედიკოსები აპირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლონ, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.

ცენტრი “ემპათია” პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, არ შეაფერხონ სამედიცინო ჯგუფის ციხეში შესვლა, რადგან მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე შესაძლოა, ნებისმიერ წუთს უმძიმესი შედეგით დასრულდეს.

“ემპათიის ექსპერტთა ჯგუფი გეგმავს ექსპერტიზას და შესაძლებელია, პირდაპირ მივიდეთ მეთორმეტე დაწესებულებაში და მოვითხოვოთ ექსპერტების დაშვება. მისი მდგომარეობა ამჟამად იმდენად მძიმეა, რომ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მისი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და არ არის გამორიცხული ლეტალური გამოსავალიც”, – ამბობს “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share