“მინდა დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, მინიმუმ ის, რაც მისჯილი აქვს. დანარჩენს, სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას დაველოდოთ. იცით, რომ 6 წელი მისჯილი უკვე აქვს. სხვა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც აქვს მისჯილი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.