„აქციების გასამართად თანხა მოახმარეთ ლიდერს, რომელიც ციხეში კვდება“ – ჩარკვიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციების გამართვას ითხოვს.

ჩარკვიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტიამ თანხები მათი ლიდერის გათავისუფლებას უნდა მოახმაროს.

„ოპოზიციის გზას აცდენილი, დაუგეგმავი პოზიციით საზოგადოებაში ნიჰილიზმი დაითესა. როცა პრეზიდენტი გიკვდება, დღე და ღამე ქუჩაში უნდა იყო. როცა ხალხის მობილიზება გჭირდება, მაშინ პარტიის ხელმძღვანელმა ეს უნდა უზრუნველყოს. როდესაც ფინანსებზე მიდის საუბარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციაზე დგომისთვის ვიღაცას ფული უნდა დაურიგდეს, მაგრამ რომ ჩამოვა ის საწყალი ადამიანი ღამის 3 საათზე ქვაზე ხომ არ დააწვენ? ხომ უნდა გააჩერო რუსთაველზე? ამას ხომ მობილიზება უნდა და ეს ფული ხომ შენთან შემოდის, მიშას ხმებით რომ ხარ პარლამენტში შესული და ის თანხა მოახმარე შენს ლიდერს, რომელიც კვდება ციხეში. კეთილი ინებოს ყველამ, გვერდით დავუდგეთ ოჯახს. რომ შემოაკვდეს სახელმწიფოს სააკაშვილი, ეს მთელი ქვეყნის კრახი იქნება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share