bm.ge საპენსიო სისტემის ხარისხი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც რიგ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ქვეყნების უმეტესობაში დაგროვებითი ან ნაწილობრივ ჰიბრიდული საპენსიო სისტემები გვხვდება, ასევე ხშირია კერძო საპენსიო ფონდების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობის შემთხვევები.
აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია პენსიის მოცულობის გამოთვლა და თანხის ნომინალური მაჩვენებლის მიხედვით ადეკვატური საერთაშორისო რეიტინგის შედგენა, თუმცა Mercer CFA-ის კვლევითი ინსტიტუტი უკვე წლებია აქვეყნებს გლობალურ საპენსიო რეიტინგს, რომელიც თითქმის ყველა ძირითად ფაქტორს ითვალისწინებს და ქვეყნებს შესაბამის სარეიტინგო ქულებს ანიჭებს.
ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის რეიტინგს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საინვესტიციო ფონდი და გამოცემა ეყრდნობა.
გთავაზობთ საუკეთესო საპენსიო სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგს ქულების მიხედვით:
1. ისლანდია – 84
2. ნიდერლანდები – 83
3. დანია – 82
4. ისრაელი – 77
5. ნორვეგია – 75
6. ავსტრალია – 75
7. ფინეთი – 73
8. შვედეთი – 72
9. დიდი ბრიტანეთი – 71
10. სინგაპური – 70
11. შვეიცარია – 70
12. კანადა – 69
13. გერმანია – 67
14. ახალი ზელანდია – 67
15. ჩილე – 67
16. ბელგია – 64
17. ჰონგ-კონგი – 61
18. აშშ – 61
19. საფრანგეთი – 60
20. ესპანეთი – 58