“სუფთა ენერგიას ჩვენი პლანეტის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის კუთხით, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. აშშ-ის წარმომადგენლობა საქართველოში მოხარულია, რომ „ცერბერუსის” მსგავს კომპანიებს ჰიდროენერგეტიკის პროექტების მიმართ ახალი მიდგომა აქვს, რაც საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბებასა და მასში საზოგადოების ჩართვით გამოიხატება. აქ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, განიხილონ თავიანთი პრობლემები და მიიღონ ინფორმაცია მსგავსი პროექტების სარგებელზე. ელჩი დეგნანი დღეს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას დაესწრო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას მისი ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე” – აშშ-ს საელჩო საქართველოში.