“ჩვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ქალბატონი კელისადმი, “ნაციონალური მოძრაობა” არის ომის და ღალატის პარტია” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამერიკის ელჩს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვას არც აქ და არც უკრაინაში არავინ ცდილობს.
“არაერთი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ცხელი თავები აკეთებდნენ განცხადებას, მოწოდებას… ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ მაშინ, რომ თვითონ პარტია ამ ადამიანებს გამიჯნოდა ან გაეკეთებინათ განცხადება, რომ ეს არის არასწორი, ასეთი რამ ვერ მოვისმინეთ, მაგრამ დიახ მოვისმინეთ მოქმედებები. ქალბატონ კელისთან მიმართებაში ჩვენი პატივისცემა არის ძალიან დიდი, მაგრამ როდესაც პირები, რომლებიც დღეს ჩვენ რაიმეს გვიწუნებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს დიახ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი რეზოლუციაზე ხელმოწერით, რომელიც ადანაშაულებს ჩვენს ქვეყანას აგრესიული ომის წარმოებაში, მე მგონი, ეს არის ღია საჭირო და ყველას შეუძლია ნახოს”, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ბრალდებები, რომლებიც ბოლო პერიოდში მმართველი პარტიიდან ისმის, მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო და მის მიზანს ემსახურება.