“შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ და ცოტახნით დარჩეთ?”- ნიკოლოზის შარშანდელი წერილი სანტას

ალბათ, ყველას გახსოვთ პატარა ნიკოლოზი, რომელიც თოვლის ბაბუას გარდაცვლილი მამის დაბრუნებას სთხოვდა. თავდაპიველად ბავშვის წერილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გამოაქვეყნა.

თურმე, ნიკოლოზს ერთი წლის წინაც უცნაური სურვილები ჰქონია. გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, თუ რა მისწერა წინა წელს ნიკოლოზმა სანტას.

„იმ ბიჭს, ნიკოლოზს, წელს სანტას მამის გაცოცხლებას რომ სთხოვდა, თურმე შარშანაც უცნაური სურვილებით სავსე წერილი გაუგზავნია. ნიკოლოზს ზეგ გავიცნობ და უკვე მიხარია“,- წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: