გიორგი გოგოტიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
21 წლის გიორგი გოგოტიშვილი გასული წლის აგვისტოში დააკავეს.
მას ბრალად ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ედებოდა, რომელიც 8-დან 12-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.
ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ-მოსამართლე ია ბარამიძე- გოგოტიშვილი უდანაშაულოდ სცნო და მას ყველა ბრალდება მოუხსნა.
“თავად გიორგიმ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, მისმა მამამ, ავთო გოგოტიშვილმა კი ბრძანამ რომ “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”.
“ვისურვებდი, ეს რუსულ-კაგებეშნიკური მეთოდები საქართველოში დასრულდეს, ყველას მადლობა, მადლობა მოსამართლეს, საზოგადოებას” თქვა მან.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგოტიშვილმა ციხეში 9 თვე უკანონოდ გაატარა, რის გამოც მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს კომპენსაციის მიზნით.