ახალი კვლევა: თუ საწოლიდან ადგომა გეზარებათ, ინტელექტუალი ხართ

თუ საწოლში ნებივრობა გიყვართ და ადგომა დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს, უნდა გაგახაროთ, რდგან, ახალი კვლევის თანახმად, ეს თქვენს ინტელექტზე და კრეატიულობაზე მეტყველებს. 

მაღვიძარა თქვენნაირი ადამიანებისთვის არ გამოუგონიათ, თქვენმა ორგანიზმმა უკეთ იცის, როდის არის გაღვიძების დრო.

თუ აიგნორებთ მაღვიძარას ხმას, გაღვიძებისთანავე საწოლიდან არ დგებით და იქცევით ისე, როგორც თქვენს ორგანიზმს სჭირდება, ემორჩილებით მის სურვილს, ეს მიუთითებს, რომ როგორც წესი, მიჰყვებით თქვენს ამბიციებს და საკუთარ პრობლემებს მარტო, დამოუკიდებლად უმკლავდებით, ხართ დამოუკიდებელი და კრეატიული ნატურა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანის სოციალური მდგომარეობა პირდაპირ დაკავშირებულია ძილთან. კონკრეტულად კი, ის ადამიანები, რომლებიც 11:00 საათზე იძინებენ და 8:00-ზე იღვიძებენ, უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ.

თუმცა მიუხედავად ამ ფაქტისა, „ზარმაცი“ ადამიანები უფრო შემოქმედებითები და ჭკვიანები არიან, აქვთ უფრო დიდი მიზნები და დროის მცირე მონაკვეთში შეუძლიათ რთული სამუშაოების შესრულება.

digest.pia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share