საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ვირუსისგან განიკურნა 211 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 12 272 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 დაიღუპა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1 393 პაციენტი კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული.