ოჯახური ძალადობა ოზურგეთელი ქალბატონი იტალიის მთავრობას თავშესაფარს სთხოვს

არაოფიციალური მონაცემებით ქვეყანას ყოველწლიურად ათასობით მოქალაქე ტოვებს

ადამიანთა მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზი საქართველოში არსებული უმუშევართა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი და პლიუს ამას მძიმე სოციალური ფონია.

ძირითადად ამ ორი ფაქტორის გამო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საზღვარგარეთ, ძირითადად ევროპაში, ცდილობენ დასაქმდნენ და იქედან დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს.

თუმცა ემიგრანტთა შორის არის ადამიანები, ვინც უცხო ქვეყანაში თავშსაფარს ეძებს, და ამ მიზნით მათ იმ ქვეყნების მთავრობების შესაბამის სრუქტურებს, სადაც საქმიანობენ,  განცახდებით უკვე მიმართეს.

მათ შორის უმრავლესობა ქართველი ქალბატონებია.

„გურიის მოამბე“ შეეცადა გაერკვია ის მიზეზები, თუ რა აიძულებთ ქართველ ქალებს გახდნენ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლები და ჩვენი კვლევებით, ამის ძირითადი მიზეზი ოჯახური ძალადობაა.

სამუშაოს მაძიებელთა უმრავლესობა ოჯახს ტოვებს და საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის სწორედ ოჯახში არსებული პირობების გამო.

ბევრი მათგანი შვილების გამოკვების მიზნით ხდებიან იძულებულნი დატოვონ ქვეყანა და ამისაკენ მათ ოჯახის წევრები, ძირითადად მეუღლეები აიძულებენ.

ხშირია შემთხვევა (როცა საქმე ქალბატონებთან გვაქვს) მეუღლესთან ერთად ამის მიზეზი ამ უკანასკნელთან ტანდემში მოქმედი ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ.

„მოგესალმებით გწერთ ემიგრაციიდან, კერძოდ იტალიიდან. ვარ 3 შვილის დედა. შვილები- 19 წლის ლუკას პაპადოპულოსი. 13 წლის იოანა პაპადოპულუ და 4 წლის ნინია მუჯირი. მსურს დახმარება ვინაიდან ვერ ვეგუები უსამართლობას და ბოლო ინსტანცია ვისაც მოგმართავთ ხართ თქვენ, იქნებ ასე მაინც მოგაწვდინოთ ხმა ჩემს საკუთარ ენაზე ჩემს ქვეყანაში. მთვარი პრობლემა და გულისტკივილი გახლავთ ის რომ არ მაქვს შესაძლებლობა რომ კომუნიკაცია დავამყარო ჩემს 4 წლის შვილთან რომელიც ცხოვრობს ოზურგეთში მამასთან, და ბებიასთან ერთად. 2 წლის წინ გამომიშვეს იძულებით აქ იტალიაში რომ მემუშავა და მეგზავნა თანხები, ამანათები და აშ. იმის მერე რაც შევწყვიტე თანხების გაგზავნა, შურისძიების მიზნით არ მასაუბრებდნენ ბავშვს.“ გვწერს ოზურგეთში მცხოვრები და ამჟამად იტალიაში დასაქმებული თამთა ჟვანია.

თამთა ერთ ერთია იმ რამდენიმე ქალბატონიდან რომელიც „გურიის მოამბეს“ დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა:

„ბავშვი ჩანს ჩაკეტილი, შეშინებული და დათრგუნული როცა მესაუბრება. შუაღამით მირეკავდა ჩუმად. იპარავდა მობილურს და მერე ჩხუბით ართმევდნენ და ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფება ბავშვი. რაც შეეხება მიზეზს რატომაც შევწყვიტე მამასთვის თანხის გაგზავნას, ეს გადავწყვიტე მის მერე რაც ჩემი უფროსი გოგო ( ახლა 13 წლის) წამოვიყვანე ოზურგეთიდან იმის გამო რომ მასზე  ( ეს იგი გერზე) ახდენდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ასევე მანამდე უფროს ბიჭთან ახდენდა ძალადობას, იტალიაში აგზავნის მუქარებს ჩემს მიმართ, რომ თუ ფულს არ გავუგზავნი სასწაულს მიზამს და ბავშვს სჭირდება ფული და აშ. სინამდვილეში თანხა ონლაინ კაზინოებში და არამიზნობრივად იხარჯებოდა. მთავარი პრობლემა არის ახლა ბავშვის მდგომარეობა და დედასთან კომუნიკაციის არქონა“ გვიყვება თამთა.

მან, იტალიის მთავრობას უკვე მიმართა თავშესაფრისათვის, რადგან თვლის, რომ მუქარა, რომელიც ოჯახიდან მის მიმართ ხორციელდება რეალურია, თუმცა მთავარი პრობლემა ბავშვთან კომუნიკაციაა, რომლის შესაძლებლობას მას ფაქტიურად არ ეძლევა.

ბევრი ემიგრანტი ქალი არის მსგავს სიტუაციაში და ტრეფიკინგის მსხვერპლი და თავს არიდებენ საჯაროდ ამაზე საუბარს სხვადასხვა მიზეზების გამო – გვეუბნება საბერძნეთში სამუშაოდ მყოფი კიდევ ერთი ოზურგეთელი ქალბატონი, რომელიც სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს.

„ბევრია ქალბატონი, რომელიც აქ დღედაღამ მუშაობს, სამუშაოს დასრულების შემდეგ კი სატელეფონო საუბრებში მეუღლეების მოგერიება უწევთ, ყველა მათგანი უკმაყოფილოა გადაგზავნილი თანხით და როგორც ყოველთვის, რამდენიც არ უნდა გადარიცხო, ოდენობა საკმარისი არ არის, რადგან აქ მომუშავე მეუღლეების ხარჯზე ბევრი საყვარელს იჩენს და არჩენს, ბევრიც კიდევ სასმელითა და ტოტალიზატორით იქცევს თავს, მთავარი ჩვენი სამიზნე, ბავშვები და ოჯახი კი თამაშგარე მდგომარეობაშია, რაც იწვევს მუდმივ დაპირისპირებებს, რომელსაც ტრადიციულად მეუღლეების მხრიდან მუქარა მოყვება ხოლმე, რის გამოც ბევრი ოჯახი ინგრევა და ქალები საქართველოში მათი შიშით ვეღარ ბრუნდებიან,“ ამბობს ის.

პრობლემაა ისიც, რომ, როცა დავა ბავშვებზე მიდის, ემიგრაციაში მყოფი დედები სრულფასოვნად ვერ ახერხებენ თავიანთი პოზიციების დაცვას სხვადასხვა ინსტანციებსა და სტრუქტურებში, რის გამოც ბავშვი ადვილად ხვდება ოჯახის სხვა წევრების ხელში, დედის გარეშე.

სოციოლოგიის დოქტორი, მკვლევარი და ,,კვლევის და განვითარების ფონდის“ დირექტორი თამარ ზურაბიშვილი:

ამ პროცესს ტრანსნაციონალურ დედობას ეძახიან, როცა დედები მიდიან საზღვარგარეთ და უვლიან სხვის შვილებს, მაშინ როცა საქართველოში დარჩენილ მათ შვილებს უვლიან სხვა ადამიანებიამის გამო ბავშვებს შესაძლოა, შეექმნათ ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზეც.

როდესაც ემიგრაციიდან ბრუნდებიან ქალები, ოჯახებში ხვდებათ შეცვლილი მდგომარეობა, ოჯახში სხვანაირად არის გადანაწილებული როლები, სტატუსები და ესეც იწვევს პრობლემებს რეინტეგრაციის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ შედეგებზე საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რა შედეგების და პრობლემების წინაშე დგებიან საზღვარგარეთ წასული ქალები”

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა საქართველოში. თავისთავად იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული და გაგნგრძობადი ხასიათი და სპეციფიური რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსულაური ძალადობა, იძულება.

სამწუხაროდ, ამ პრობლემასთან შეჯახებისას, შესაბამის ორგანოებს არ ყოფნის კვალიფიკაცია, განათლება და გამოცდილება და ხშირია შემთხვევები როცა ადგილი აქვს უპასიხსმგებლო მიდგომებს ასეთი ფაქტების მიმართ:

„პრობლემა არის სოციალური სამსახურის არა სათანადო მუშაობა ბავშვთან მიმართებაში ოზურგეთში. ასევე მაინტერესებს, რამდენად რეალურია ფსიქოლოგის დასკვნა. როგორც ადვოკატმა მითხრა, მოვიდა დადებითი დასკვნა. თითქოს ბავშვი არის მშვენიერ მდგომარეობაში. მე არ ვენდობი მათ დასკვნებს და თუ არის შესაძლებელი რომ გაშუქდეს ეს პრობლემა. რომ რაიმე დამატებითი ზომები იქნეს მიღებული. ასევე მეც ვარ ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლი და მიუხედევად არაერთი მიმართვისა დღესაც ამაოდ ველოდები ჩემს დაკითხვასაც“ აცხადებს თამთა ჟვანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share