ჩოხატაურის საცხენოსნო კლუბთან დაკავშირებულია საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი ზვიად მამალაძე.
მისი ადვოკატირებით, ცხენბურთის, დოღისა და სხვა საცხენოსნო სპორტული სახეობების განვითარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ჩოხატაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტია, რომლის 19,100 მოსახლიდან 5,144-ის შემოსავალი თვეში 60 ლარზე ნაკლებია.
თქვენი აზრით, სწორად ანაწილებს პრიორიტეტებს ჩოხატაურის ხელისუფლება
წყარო: ფლანგვის დეტექტორი