“მიშა, შენ რეგიონის განვითარებაში კი არ უნდა მიიღო მონაწილეობა, შენ ხარ თავად რეგიონი… იცოცხლე” – დასავლელი ლიდერის საპასუხო წერილი მესამე პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილის თანმებრძოლის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერს რამდენიმე დღის წინ წერილი მისწერა, რომ მიეცეს შესაძლებლობა რეგიონის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა და რეკომენდაციებიც მისცა. როგორც ხერხეულიძემ “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას თქვა, მესამე პრეზიდენტმა პასუხიც მიიღო:

“პასუხი იყო ასეთი, როდესაც მიშასთან ვიყავი პაემანზე წავიკითხეთ ერთად და იყო ასეთი- მიშა, შენ რეგიონის განვითარებაში კი არ უნდა მიიღო მონაწილეობა, შენ ხარ თავად რეგიონი და შენ შეგიძლია ერთადერთს, რეგიონს მიანიჭო სიცოცხლე და პერსპექტივა. იცოცხლე მიშა. ვინ არის ეს ადამიანი და ვინ ხედავს მიხეილ სააკაშვილი რეგიონის პერსპექტივას, ამას კიდევ დაინახავს ქართული ოცნება” თქვა ეკა ხერხეულიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა რომელ ლიდერზეა საუბარი.

ხერხეულიძის ინფორმაციით, მეტ დეტალს, ვის მისწერა წერილი მესამე პრეზიდენტმა და რა პასუხი მიიღო, საზოგადოება მოგვიანებით თავად მიხეილ სააკაშვილისგან შეიტყობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share